Saturday, June 25, 2011

1.პროექტის სახელწოდება:უფლისციხე–კლდეში ნაკვეთი ქალაქი
2.პროექტის მოკლე აღწერა:უფლისციხე–კლდეში ნაკვეთი ქალაქი მდებარეობს გორიდან 10კმ–ში მდინარე მტკვრის მარცხენა კლდოვან ნაპირზე. უფლისციხე აუშენებია ლეგენდარულ მცხეთოსის შვილს–უფლოსს.IX-Xსაუკუნეებში,როცა თბილისი არაბებს ეპყრათ უფლისციხე ქართლის ცენტრს წარმოადგენდა. XIII-XIVსაუკუნეების შემდეგ უფლისციხე როგორც ქალაქი აღარ არსებობდა.ამ თემის უკეთ გაცნობის მიზნით მოსწავლეები გეგმავენ შიდა ქართლის მონახულებას. ისინი გაეცნობიოან ამ კუთხეში არსებულ ისტორიულ ძეგლებს, მოაწყობენ სლაიდ–შოუს სხვა მოსწავლეებისთვის.
3.მოსწავლეთა ასაკი:14–15წელი,VIIIკლასის მოსწავლეები
4.ვადები:ერთი თვე
5.პროექტის აქტუალობა:უფლისციხეს ისტორიული მნიშვნელობის გააზრება, შესწავლა, გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ამ კუთხესთან დაკავშირებული ისტორიული მასალის  მოძიება –გაცნობა, ექსკურსიის დაგეგმვა.
6.მოსალოდნელი შედეგი:შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ, მოეწყობა ფოტო მასალის გამოფენა.მოეწყობა ექსკურსია, პროექტის საიტის მნახველები გაიღრმავებენ ცოდნას, და გაეცნობიან საინტერესო მასალებს შიდა ქართლის შესახებ.
7.პროექტის მიზნები:ამ პროექტით მოსწავლეები შეისწავლიან ადგილის მნიშვნელობას, განსაზღვრავენ მის ადგილისმდებარეობას, გადაიღებენ ფოტოებს, გამოიყენებენ ინტერნეტს და მოძიებულ მასალას დაამუშავებენ პრეზენტაციისთვის.აგრეთვე ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყნის დიდებული ისტორია გავაცნოთ ყველას,რათა უამრავი ტურისტი ჩამოვიდეს და ნახოს ეს დიდებული ქვეყანა.
8.პროექტის ხელმძღვანელი:თამარ ახობაძე
9.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:axobadze@gmail.com
10.პროექტის ვებ–გვერდი/გვერდი:taxobadze.blogspot.com